|
2024-03-06 12:36:51, 904 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე „ოცნებას“ - რატომ არის ყველაფერი ძვირი საქართველოში - შავი სქემები ხომ არ გაქვთ, რომლითაც ხალხს ჯიბიდან ფულს უღებთ და თქვენ მდიდრდებით
ივანიშვილის პარტიას მივმართავ - რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა, რა ჩაატარეთ ასეთი, რატომ გაგვიძვირდა ყველაფერი ამ ქვეყანაში? თქვენ ხომ არ ხართ ყველაფრის წილში, ამიტომ ხომ არ ხდება ეს ყველაფერი? შავი სქემები ხომ არ გაქვთ აგებული, რომლითაც ხალხს ჯიბიდან ფულს უღებთ და თქვენ მდიდრდებით?- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას აინტერესებს, ხელისუფლება კი რეალობასაა მოწყვეტილი". „მამუკა მდინარაძეს და მთლიანად, ივანიშვილის პარტიას მივმართავ, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს თქვენთან - რატომ არის რეგიონში ყველაზე ძვირი ფასები საქართველოში? რატომ არის საქართველოში ყველაფერი ძვირი, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, რუსეთშიც კი? რა გააკეთეთ ისეთი, რომ ასე გააძვირეთ ცხოვრება საქართველოში? მამუკა მდინარაძეს მივმართავ, მართლა ასე ფიქრობ, რომ ხალხს ეს არ აინტერესებს? მართლა ფიქრობ, რომ ხალხს არ აინტერესებს ეს უზარმაზარი, გაზრდილი ფასები მცირე შემოსავლის პირობებში? ქილიკი და ეს რაღაც სიცილი, ირონიული დამოკიდებულება, რაც შენს თანაგუნდელებს აქვს, რომ ახლა თურმე, ხახვის, მწვანილის, პურის ფასი არაფერს ნიშნავს - დიახ, დღეს, ხალხს ეს აღელვებს, მოწყვეტილი ხართ აბსოლუტურად რეალობას. დღეს საზოგადოებას სწორედ ეს საკითხი აღელვებს, როგორ გადაიხადოს, როგორ შეიძინოს პროდუქტი; პენსიონერი ფიქრობს, წამალი იყიდოს თუ პური; ახალგაზრდა ფიქრობს, როგორ დასაქმდეს, რომ ელემენტარული საკვების საშუალება ჰქონდეს. საქართველოში თქვენი თაოსნობით მაფიოზური კორუფციული კლანი მოქმედებს, რომელიც აბსოლუტურად ყველა პროდუქციის წილში ზის, რომელიც წილში ზის აბსოლუტურად ყველა პროდუქციის, რაც ქვეყანაში იყიდება. შექმენით მონოპოლიები, რომელმაც გააძვირა ეს ყველაფერი, ამიტომ არ გინდათ თქვენ, ალბათ, პასუხის გაცემა, მაგრამ ველოდები მდინარაძისგანაც, კობახიძისგანაც, ღარიბაშვილისგანაც პასუხს. ამ სისულელეებზე ლაპარაკს თავი დაანებეთ. ეს ჩემი კითხვა არ არის, მთლიანად საქართველო გისვამთ კითხვას საქართველოს მთავრობაში მყოფ ადამიანებს, რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა, რა ჩაატარეთ ასეთი, რატომ გაგვიძვირდა ყველაფერი ამ ქვეყანაში? თქვენ ხომ არ ხართ ყველაფრის წილში, ამიტომ ხომ არ ხდება ეს ყველაფერი? შავი სქემები ხომ არ გაქვთ აგებული, რომლითაც ხალხს ჯიბიდან ფულს უღებთ და თქვენ მდიდრდებით? ეს ცინიზმი კი, პირდაპირ მიუთითებს, რომ საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობთ, რეალობას მოწყვეტილი ხართ“,- აცხადებს ვაშაძე.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)