|
2024-03-06 11:47:26, 802 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტო არის ნიადაგის მომზადება, რომ ენმ-მა და მისმა კლონებმა არჩევნები არ აღიარონ
ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ტრადიციულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში". „შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები. 2012 წელს არ აღიარეს დამარცხება და შემდეგ ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს მიხეილ სააკაშვილი, რომ ეღიარებინა დამარცხება. 2016 წელს არ აღიარეს დამარცხება და კვირები დასჭირდათ იმისთვის, რომ მანდატი აეღოთ. 2020 წელს არ აღიარეს დამარცხება და თითქმის ერთი წელი დასჭირდათ, რომ მანდატები მიეღოთ. ზუსტად იმავეს აპირებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები 2024 წელს და ეს არის ნიადაგის მზადება. ვხედავთ, რომ ამაში ჩართულია ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში",- ამბობს პაპუაშვილი.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)