05:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-04 16:13:27, 776 ნახვა

პოლიტიკა
არძინბა - მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა - ომი არავის სჭირდება

დროებით ოუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ "საქართველოს ომი არ სჭირდება". 

არძინბას თქმით, ამის მიუხედავად, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, "საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარს ამბობს".

"ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? საქართველოს ნამდვილად სურს ბრძოლა? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? ჩვენ გვესმის, ასე თუ ისე, ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს იმიტომ, რომ დღეს, საკანონმდებლო ბაზის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს",- აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics