05:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-04 13:45:29, 790 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები

არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფილი პრეიმიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაიწყო.

კალაძის თქმით, „ეს სისულელეა".

„ეს არის სრული სისულელე. არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს, პავლეს კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და  გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს. 

„ირაკლი კობახიძე იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაინიშნოს, რა ცვლილებები განხორცილდეს. მან იცის ყველაზე უკეთესად, თუ რა უნდა გაკეთდეს მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics