|
2024-02-29 18:36:31, 635 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, ზურაბიშვილმა სიტყვას ქმედება მოაყოლოს და სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს
მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ხალხის საკეთილდღეოდ, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით. "ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დადებითი პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით და შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი და თავად აირჩიოს ის ხელისუფლება, ის პარტია, პარტიები თუ კოალიციური მთავრობა, რომელმაც უნდა იზრუნოს მოქალაქეზე. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მარტივი მიზეზით – ის ევროპულად საუბრობს ხოლმე, თუმცა ქმედებით კარგად ვიცით, რომ არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლარიზაცია, ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტიკური დევნილები, უკანონო პატიმრები და შესაბამისად, მან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)