06:18 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 17:27:22, 647 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ივანიშვილზე - ძალიან კარგია, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას

ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას, როდესაც ხალხმა არ იცის, სად არის ძალაუფლების წყარო, როდესაც ამ ადამიანს არ ჰქონდა აღებული არანაირი პასუხისმგებლობა და არც ანგარიშვალდებულება ხალხთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, "ბევრად უკეთესია, რომ ივანიშვილი უფრო თვალსაჩინო პოზიციაში იყოს".

"ძალიან კარგია, რომ ის [ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას, როდესაც ხალხმა არ იცის, სად არის ძალაუფლების წყარო, როდესაც ამ ადამიანს არ ჰქონდა აღებული არანაირი პასუხისმგებლობა და არც ანგარიშვალდებულება ხალხთან. ბევრად უკეთესია, რომ იგი იყოს უფრო თვალსაჩინო პოზიციაში. ასე რომ, ახლა, როდესაც ყველაფერი ნათელია, უკეთესია, თუნდაც ის ძალიან მდიდარი ადამიანი იყოს. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი მაგალითები და ასეთ ხალხს იქ ოლიგარქებს არ უწოდებენ, არამედ უწოდებენ მილიარდერებს. ახლა საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართველობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics