|
2024-02-29 09:33:01, 586 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, მისი მოთხოვნით, საქართველოს მხარდასაჭერად რეზოლუციაში ორი ცვლილება შეიტანეს, რომელთა შორის ერთ-ერთი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება. ფოტიგას თქმით, მეორე ცვლილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება. დოკუმენტში, რომელსაც ანა ფოტიგა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს, აღნიშნულია, რომ შესწორებების მიხედვით, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კონსტიტუციური უფლება. ეს კი, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“. გარდა ამისა, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები „მკაცრად გმობენ რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, კონკრეტულად კი ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის აშენებას და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის დასასჯელად“. ფოტიგას თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. „მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ციხეში მოკვდეს. აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს. დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღო ჩემ მიერ შეტანილი ორი ცვლილება“, - წერს ფოტიგა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)