08:47 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 16:45:15, 779 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - დროა, განვიხილოთ რუსული გაყინული აქტივების გამოყენება, რათა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობა შევიძინოთ

დროა, დავიწყოთ საუბარი რუსული გაყინული აქტივების გაუთვალისწინებელი სარგებლის გამოყენების შესახებ, რათა ერთობლივად შევიძინოთ სამხედრო აღჭურვილობა უკრაინისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენის თქმით, „აღნიშნული თანხა იმაზე უკეთ ვერ იქნება გამოყენებული, ვიდრე ეს უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად გადაქცევაა".

„შესაძლო ომის რისკები არ უნდა იყოს გადაჭარბებული, თუმცა მზად უნდა ვიყოთ. ეს კი იწყება წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების აღდგენით, შევსებითა და მოდერნიზებით. ამასთან, ევროპამ უნდა განავითაროს და აწარმოოს მომდევნო თაობის საბრძოლო შესაძლებლობები, უზრუნველყოს მასალების საკმარისი რაოდენობა და ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს ნიშნავს ჩვენი თავდაცვითი ინდუსტრიის პოტენციალის გაძლიერებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ევროპამ უნდა დახარჯოს მეტი, უკეთესად და ევროპულად. ევროპული სუვერენტიტეტი ჩვენს პარტნიორობას გააძლიერებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics