17:18 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 13:56:24, 1019 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბოლნისში მომხდარი, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპოკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 11პრიმა,109-ე მუხლის „თ", „კ" და „მ" ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
ღობის საქმის რვა ბრალდებულმა ბრალის აღიარების შემდეგ საპატიმრო დატოვა
ზუგდიდის მცხოვრებმა მეზობელს თოფიდან ესროლა და თავი მოიკლა
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics