20:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 13:37:42, 737 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 3 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში, 2 - იმერეთში. 

"მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებში ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლენტური და ცირკული სახერხი დანადგარები დალუქეს. უკანონო სახერხი საამქროები მოქალაქეებს საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდათ მოწყობილი. ერთ-ერთი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო  უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).  

ვინაიდან ხუთივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics