|
2024-02-26 20:25:58, 634 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა ზურაბიშვილთან შეხვედრაზე - პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ
პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, 9 დათქმის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის თავისუფლებაა. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კონკრეტული ხედვები და კონკრეტული პროექტები, რომელსაც ასევე გავუზიარებთ პრეზიდენტს და ამ 9 დათქმის მნიშვნელოვანი ადგილია ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლება. რა თქმა უნდა, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე. დამატებით დეტალებს, რა თქმა უნდა, დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით, მე ვერ გავაჟღერებ", - განაცხადა თინა ბოკუჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)