19:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 14:50:55, 624 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ხარისხი ევროკავშირთან მიმართებაში დაბალია

საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ხარისხი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაბალია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თანხვედრის 100%-თან მიახლოებული მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს.

"ახლა თანხვედრის ხარისხი დაბალია, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. როდესაც დადგება მომენტი, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, მისი საგარეო პოლიტიკა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის, თანხვედრის ხარისხი არის დაბალი. პოზიტიური ისაა, რომ ის ღრმავდება, მაგრამ მაინც დაბალია. საქართველოს აქვს გრძელი გზა გასავლელი, რომ ჰქონდეს ზუსტად ისეთივე პოზიცია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 100%-იანი თანხვედრა ექნება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია.

"უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია. რომლის სამიზნე ევროკავშირი და დასავლეთია. აქ ჩვენ ვხედავთ გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატის სტატუსი მიიღო. ნათელია, რომ ეს 27 ლიდერის სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, წელს, როდესაც არჩევნებია საქართველოში და ევროკავშირშიც, დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეა ევროკავშირი, აშკარაა, რომ გაღრმავდება. ვისურვებდით, ვიმუშაოთ ყველასთან, რათა საქართველოს მოსახლეობა კარგად იყოს ინფორმირებული", - დასძინა ჰერჩინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics