|
2024-02-22 15:33:20, 821 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციას - იცით, ბილეთი როგორ აიღოთ და ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ, გმირობა დაადასტუროთ - ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ
ვინც ითხოვდით ისეთ ქმედებებს, რომლებიც გააჩენდა ცხელ ომში ჩართულობის და ეკონომიკური კოლაფსის რისკს, იცით, ბილეთი როგორ აიღოთ, როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ, თქვენი გმირობა დაადასტუროთ, ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. პაპუაშვილის განცხადებით, ხალხისა და ქვეყნის გაწირვის უფლება არავის აქვს. „აქ საკითხი განიხილება ხოლმე გაბედულობა-არგაბედულობის, გარისკვა-არ გარისკვის, თავგანწირვის კონტექსტში. თავგანწირვა არის ინდივიდუალური აქტი, ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ, იყოთ თავგანწირული. არის ჩვენი კოლეგა, რომელმაც თქვა, უნდა წავიდე ომშიო. თავგანწირვა? კი ბატონო, პირადი სახელით. ქვეყნისა და ხალხის გაწირვის უფლება არავის არ გვაქვს. არავის არ გვაქვს უფლება, რომ გავწიროთ და ხალხის სახელით ვიყოთ თავგანწირული ქვეყანა. ამიტომ, ვინც ითხოვდით ისეთ ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ ჩაგვრთავდა, გააჩენდა რისკს ცხელ ომში ჩართულობისა და ამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსისა, იცით აეროპორტი, იცით, ბილეთი როგორ აიღოთ. თუ გინდათ თავგანწირვა, იცით, როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ, თქვენი გმირობა დაადასტუროთ. ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)