|
2024-02-22 12:50:47, 566 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარლამენტმა EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა
შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისათვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა. "ახლა უკვე 2024 წელია და შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისათვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით. საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა. საპარლამენტო კომიტეტებში, სამუშაო ჯგუფებში და პლენარულ სხდომებზე მოხერხდა ასამდე, თვისებრივად უმნიშვნელოვანესი კანონისა და რეგულაციის მიღება, რომელიც უშუალოდ იყო მიმართული კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. გავაძლიერეთ საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ინსტრუმენტები; შევქმენით უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი, უფრო მეტად ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ანტიკორუფციული, მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემა; ავირჩიეთ ახალი სახალხო დამცველი და სრულად დავაკომპლექტეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდ გაერთიანებასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან, გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, არაერთი ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა საქართველოს წინსვლის შესახებ ყველა გადაწყვეტილების მიმღები მხარე ინფორმირებული ყოფილიყო. "შემოვიარეთ ევროკავშირის ყველა დედაქალაქი, საქართველოს წინსვლის შესახებ ხმა მივაწვდინეთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს. ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათ პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ფორმატში. მსგავსი მოტივაციით, ვიცე-სპიკერებმა, მეგობრობის ჯგუფებმა, კომიტეტებმა და მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციებმა ასობით შეხვედრა გამართეს ევროკავშირელ კოლეგებთან. საქართველოში ვუმასპინძლეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, სლავკოვის ფორმატში ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის სპიკერებს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას. ეს ყველაფერი ერთი მიზნით - ევროკავშირში საქართველოს წევრობის საქმეში საპარლამენტო აგურის დასადებად'' - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმითვე, დაფასდა ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს და უცხოელ პარტნიორებს, საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით კი საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ყველას, ვინც თავისი შრომით, ემოციით, გულშემატკივრობით თავისი წვლილი შეიტანა ამ მიზნის მიღწევაში. ამავე დროს, ქალბატონებო და ბატონებო, კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს - დეზინფორმაციის და რადიკალიზაციის სახით - რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. და რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს ალბათ უხვად გვექნება, მინდა საზოგადოებას გავაცნო დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია. დაე, ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს არ დავდგეთ იმავე გამოწვევების წინაშე" - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)