|
2024-02-21 10:29:33, 817 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს. სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად იქნა ამოღებული ფალსიფიცირებული პროდუქცია. აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)