2024-02-19 16:28:33, 1358 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, ბრიგადის მეთაურთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, კუპიანსკის მიმართულებით მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და ჯილდოები გადასცა.
"ხარკოვის რეგიონში დღეს მე-14 მექანიზებული ბრიგადის ბატალიონის სამეთაურო პუნქტ „პრინც რომან დიდს“ ვესტუმრე, რომელიც კუპიანსკს იცავს.
ბრიგადის მეთაურთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, ვესაუბრეთ მეომრებს და გადავეცი ჯილდოები.
ყოველთვის დიდი პატივია ჩვენს მცველებთან ერთად ყოფნა. თითოეული უკრაინელის და მთელი უკრაინის სახელით მადლობას ვუხდი მათ, რომ ყოველდღე აკეთებენ ასეთ გამორჩეულ საქმეს, იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს", - წერს ზელენსკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,