12:59 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 13:13:53, 640 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი გვარამიაზე - ბოდიშის ნაცვლად, ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას

თავის დროზე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი, ხალხში იყო მოთხოვნები, ყოფილიყო პროცესი, რომელიც გაასამართლებდა იმ პერიოდის რეჟიმის შემოქმედებს. იცით, რომ  მათ შორის გარედან მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დაეფარათ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებლობისგან,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით "მთავარი არხის" დამუფძნებლის, ნიკა გვარამიას ინტერვიუს.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "სწორედ გარედან ჩარევის გამო, თავის დროზე, მართლმსაჯულების აღსრულება ვერ მოხდა".

"ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვხედავთ, როგორია ასეთი გარე ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დამახინჯდეს, ხელი შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას. ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება მიხეილ სააკაშვილზე ყალბი სტატიებით, ყალბი ექსპერტიზებით, უცხოელი პოლიტიკოსების ყალბი განცხადებებით და თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იყო ათი წლის წინ, როდესაც უფრო დიდი ტალღა იყო მაშინ იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელ მფარველებს აერიდებინათ მათვის დამსახურებული სასჯელი და სასამართლო. სამწუხაროდ, თავის დროზე გარედან ჩარევის გამო, ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება, დღეს ბოდიშის ნაცვლად, ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას“,- ამბობს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics