|
2024-02-16 12:24:11, 534 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მსჯელობა სამ საკითხზე გაიმართება. „პირველი საკითხი გახლავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მეორე საკითხია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული ნორმები და მესამე - საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა", - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის რჩევა და არა დირექტივა. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ეს გახლავთ რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. საქართველოში კანონებს იღებს პარლამენტი, საქართველოში კანონები მიიღება ქართველი ხალხის სახელით, მათ მიერ არჩეული პარლამენტის მიერ. ჩვენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, გვაქვს ერთი მიდგომა, რაზეც შეთანხმებული ვართ ევროკავშირთან - ჩვენ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ან თუ არ ვითვალისწინებთ ვხსნით თუ რატომ არ ვითვალისწინებთ", - დასძინა პაპუაშვილმა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)