|
2024-02-16 11:41:38, 531 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია ჩვეულებრივი ფურცლებია, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს
სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მისთვის კონსტიტუცია ჩვეულებრივი ფურცლებია, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში კონფერენციაზე, არა საქართველოს, არამედ საკუთარ თავს წარადგენს. „ეს კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია, მას გული არ შესტკივა იმ თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია. ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა. ამიტომ მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს და ამიტომაც თავისუფლად აცხადებს, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არაა. ის იქცევა ისე როგორც მას სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო. ერთადერთი მიზეზი რატომაც ის ამ პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ, მათ შორის, უცხოეთშიც მას ჰყავს თავისი მფარველები და მმართველები. ამიტომაც არის, რომ ის ახერხებს, ხოლმე სხვადასხვა ადგილას წასვლას. თუმცა ის არ წარმოადგენს საქართველოს. კარგია, რომ ეს თავის დროზე გაირკვა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ის სადაც ისაუბრებს, ისაუბრებს როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს ის საქართველოს ვერ მიაყენებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამისი ბევრი მცდელობა ექნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 15 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)