|
2024-02-15 14:21:20, 507 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე და რეალური ოპოზიცია, ეს ენმ-ის დანაყოფებია - ოპოზიცია სრული კრახისთვის ემზადება
არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური ნამდვილი ოპოზიცია, ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფები, სატელიტები - როგორც გინდათ, ისე მოიხსენიეთ ეს ადამიანები. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც საუბარია ოპოზიციაზე, საუბარია ყველაზე ანტიეროვნულ ძალაზე, რომელსაც მძიმე წარსული აქვს. "როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას - ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარა რუსეთს და გაწირა ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. გარდა ამისა, ყველამ კარგად იცით მათი მემკვიდრეობა, ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. - ამ ყველაფრის მონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)