|
2024-02-12 19:02:58, 784 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს გენმდივანი კობახიძეს - მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას - თქვენს მოვალეობებში წარმატებებს გისურვებთ
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ევროპული საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესთან თანამშროლობას მოუთმენლად ელოდება. „ევროპის საბჭოს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში, მათ შორის ევროპის საბჭოს ახლად დაწყებული საქართველოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის გზით. ვიცი რომ თქვენ, როგორც საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს და დიდი ხნის წევრს გაქვთ ძლიერი პიროვნული ვალდებულების გრძნობა ამ საკითხისადმი და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს თავის დინამიკურ და კონსტრუქციულ წევრობას ევროპის საბჭოში და გააგრძელებს მოქმედებას საკუთარი ევროპული გზის განსამტკიცებლად. გასულ წელს, რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტმა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ერთიანობის განახლებულ გრძნობას შეუწყო ხელი. მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ამ საერთო მიზნების მისაღწევად და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მნიშვნელოვან მოვალეობებში“, - აღნიშნულია მის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)