14:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 14:36:41, 863 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია, „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ მოგვევლინა

"ნაცზე" უფრო "ნაცი" სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა და ის, დაახლოებით, იმ როლშია, რა როლიც დაავალეს "ლელოს" და გახარიას წარმომადგენლებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, "ის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია".

"სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი, მასაც თავისი როლი აქვს. მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად, უფრო - ცუდ სიტყვებს მოვერიდები, ქალის მიმართ გამოვიყენო, მაგრამ უფრო ცუდად, ვიდრე ლაპარაკობდნენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებიც კი. მათ ხომ კონსტრუქციული როლი მოირგეს, კვლევა აქვთ ჩასატარებელი ერთ თვეში.

სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე "ნაცები". "ნაცზე" უფრო "ნაცი" სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა და ის, დაახლოებით, იმ როლშია, რა როლიც დაავალეს "ლელოს" და გახარიას წარმომადგენლებს", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics