|
2024-02-12 12:59:17, 803 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - პრეზიდენტის დუმილი, რომელიც გულისხმობს ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავებას, დამაზიანებელია
საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავებას, ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე თავის შეკავება, "პოლიტიკური სიბეცეა". "გვინდა, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გაზრდილია ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმაზე ზრუნავს, ეს რისკები დააზღვიოს. ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს, ჩვენი მეზობელი, პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს მიულოცოს არჩევნებში გამარჯვება. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან - ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა, დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით, რომ უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს და ა.შ. როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც, მინიმუმ დასანანია... ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ის ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ",- განაცხადა წულუკიანმა.
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)