14:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 12:43:07, 544 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი - 2024 წელს ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი - ამ მიზნების მისაღწევად კოორდინირებულად ვიმუშავებთ

გველოდება ძალიან ინტენსიური წელი, ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. გვქონდა ინტენსიური განხილვები პარლამენტში, სადაც ვსაუბრობდით მიმდინარე წელს შესასრულებელი გეგმებისა და ამოცანების შესახებ, გავაცანით სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც 2024 წლის პრიორიტეტებს უკავშირდება და შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე, კოორდინირებული მუშაობაა საჭირო ამ მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და კოლეგებს დაკავებულ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დავგეგმეთ ძირითადი სამუშაო მიმართულებები და პრინციპები, რომელზეც ვიმუშავებთ ინტენსიურად, ახალი შემადგენლობით. ასევე ვისაუბრეთ მეტ ანგარიშვალდებულებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო საზოგადოების მიმართ. ამ ანგარიშვალდებულებასთან ერთად ვისაუბრეთ გამჭვირვალობაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, თითოეული სამინისტროსთვის აქამდეც იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს ასევე იქნება პრიორიტეტული, მათ შორის, რა თქმა უნდა, მედიასთან ურთიერთობაც იქნება ინტენსიური", - განაცხადა დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics