|
2024-02-12 10:15:23, 753 ნახვა
პოლიტიკა
ორბანი - 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს EU-სა და ნატოში მიღება - მათ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს
2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა მათ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, აღნიშნულის შემდეგ რუსეთი გაძლიერდა და "ახლა ამ პროცესს აღარ დაუშვებს". მისივე თქმით, საუკეთესო პერსპექტივაა, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის "ბუფერულ ზონად" დარჩეს, რაც უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს უზრუნველყოფს. "მოსწონთ თუ არა უკრაინელებს, უკრაინა არის იქ, სადაც ის რუკაზეა. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის - უსაფრთხოების გარანტიებით, რა თქმა უნდა. თუ ეს ვერ მოხერხდა, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას. რუსეთი გაანადგურებს უკრაინას, ისევ და ისევ. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატოს ისეთი წევრის ყოლას, როგორიც უკრაინაა", - განაცხადა ორბანმა. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელს არ დასრულდება და აუცილებელია, სულ მცირე, უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო სიტუაცია მივიდეს იმ "ფაზამდე", რომელშიც მოლაპარაკებების წარმართვა შესაძლებელი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)