|
2024-02-11 16:07:50, 933 ნახვა
სამართალი
ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულსა და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტლება რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობა მის ძმას, გოგიტა ორველაშვილსაც შეეფარდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილისთვის ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე მკვლელობა 9 თებერვალს მოხდა. სამართალდამცავებმა 4 ადამიანის მკვლელობისა და ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 1988 წელს დაბადებული გიორგი ორველაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულის ძმას, გოგიტა ორველაშვილს, ის გუშინ, 10 თებერვალს დააკავეს. შსს-ს ცნობით, მისი დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)