|
2024-02-10 15:33:21, 1017 ნახვა
სამართალი
ქობულეთში შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ 80 წლის კაცს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მედიის ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 80 წლის კაცს გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ რომ ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი 7 თებერვალს, დააკავეს. გუშინ, 9 თებერვალს კი საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ'' ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)