|
2024-02-09 12:21:13, 854 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს
ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „მცდელობა გაქვთ, სისულელეები გაავრცელოთ, სულ სპეკულაციებში და ინტრიგებში ხართ. მე ვაყალბებ დოკუმენტაციას? ამ სისულელეებს შეეშვით, ჩემი თხოვნა იქნება“, – მიმართა კახა კალაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტს. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საგამოძიებო უწყებებს მასთან რაიმე სახის კითხვები, თბილისის მერი პასუხობს, რომ მისი ცხოვრების არცერთ ეტაპზე, არც სპორტში და არც პოლიტიკაში ყოფნის დროს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. „არა, არასდროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, ბუნებაში არ არსებობს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს ოდესმე – სპორტში, სპორტის მერე პოლიტიკაში. ვერ ნახავთ უბრალოდ მსგავს ფაქტს, რადგან არ არსებობს. სად უნდა ეძებოთ ასეთი ადამიანები, მაგასაც მიგასწავლით, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში და ა.შ.“, - დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)