|
2024-02-08 16:47:21, 865 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არასდროს არცერთი თეთრი კორუფციული გარიგებით არ მიშოვია, ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას
ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით - არასდროს არცერთი კორუფციული გარიგებით, არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, მისთვის "კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია". "ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომა, მით უმეტეს არანაირი ინტერესი არა აქვს, 3 მილიარდი დოლარი აქვს მას დახარჯული მარტო ქველმოქმედებაზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და არავითარი ლოიალობა არ იქნება გამოვლენილი ამ თვალსაზრისით",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)