|
2024-02-08 16:29:24, 805 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ბუჩუკურს - შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის პრივილეგირებული ეს კონკრეტული მოსამართლე - კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის
ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, თუმცა, შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ანა ბუჩუკურის შეკითხვას იმის შესახებ, რატომ ეძლევა ტელევიზიების საშუალებით პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის და თათბირების ჩატარების შესაძლებლობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით მას აკრძალული აქვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა, რომელიც სასამართლოს პოლიტიკურ პლატფორმად გამოყენებას ეხება, თუმცა, მისივე თქმით, "კონკრეტული მოსამართლის კვალი შეიძლება მიდიოდეს იქ, სადაც პარტია "საქართველოსთვის" კვალი მიდის". "ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, ჯერ კიდევ დეპუტატი ვარ და ამით ვსარგებლობ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად გამიჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება, მაგრამ დღეს, ჯერ კიდევ შემიძლია გავაკეთო ასეთი კომენტარი. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სასამართლო იყოს გამოყენებული როგორც პოლიტიკური სიტყვის თქმის პლატფორმა, თუმცა, კიდევ ერთხელ მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)