|
2024-02-08 15:33:45, 702 ნახვა
პოლიტიკა
იოსელიანი - ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ სტიქია თავიდან აცილებული ყოფილიყო
ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბაღდათისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მომხდარ სტიქიებზე საუბრისას განაცხადა. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ეკოლოგიაზე და მის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე. "ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყერის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 7 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით ჩამოწოლილ მეწყერს, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უსაფრთხოდ მხოლოდ ერთი პირის გამოყვანა შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)