17:06 - 04 Jul, 2026
|
2024-02-08 15:12:45, 713 ნახვა
პოლიტიკა
ფიშერი - არსებობს შესაძლებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროპამ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს
არსებობს შესაძლებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. როგორც ფიშერმა აღნიშნა, წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ევროპარლამენტში არჩევნები იქნება. "წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ჩვენ გვექნება არჩევნები ევროპარლამენტში, საქართველოშიც იქნება არჩევნები. მნიშვნელოვანია სწრაფად წინსვლა ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ კარგი პარტნიორობა გვექნება საქართველოს მთავრობასთან სწრაფი წინსვლისთვის, რადგან ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს“,- თქვა გერმანიის ელჩმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)