|
2024-02-08 14:05:37, 733 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი კობახიძეს - თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი
დღეს საქართველოს მოსახლეობამ თქვენ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი: დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც იმსახურებთ მოსახლეობის ნდობას. მე, პირიქით, შემიძლია მინიმუმ 10 ფაქტი დაგისახელოთ, რის გამოც არ იმსახურებთ, - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ლილუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე "გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელია". "ბატონო ირაკლი, დღეს საქართველოს მოსახლეობამ თქვენ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი: დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც იმსახურებთ მოსახლეობის ნდობას. მე, პირიქით, შემიძლია მინიმუმ 10 ფაქტი დაგისახელოთ, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი. თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოოდ გამძლიერებელი, "რუსული კანონის" ინიციატორი და მიმღები. პარლამენტის ინსტიტუტის რეალური ფუნქციონირებისგან სრულად დამცლელი და დამანგრეველი. თქვენ პერსონალურად ხართ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოქალაქეების ასიათასიანი საპროტესტო აქციების მიზეზი, თან ორჯერ. ივანიშვილმა რატომაც აგირჩიათ, გასაგებია, ყველაფერი მისი დავალებით შეასრულეთ, მაგრამ რატომ უნდა გამოგიცხადოთ ხალხმა ნდობა?"- განაცხადა ლილუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)