|
2024-02-08 13:22:59, 721 ნახვა
პოლიტიკა
აქუბარდია კობახიძეს - თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია
მაშინ, როდესაც თქვენ საუბრობთ მეორე ფრონტის პროპაგანდაზე და "ღირსებით ევროპისკენ", რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აქუბარდიას თქმით, ირაკლი კობახიძემ "საკუთარი ოცნება აიხდინა, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია". "თქვენ ოკუპაციის განულებას ოცნება უწოდეთ და არა მთავარი ეროვნული ინტერესი და როდესაც ვსაუბრობთ დეოკუპაციაზე, თქვენ არც ერთი სიტყვა ამ პროგრამაში არ გაქვთ, რომ შეიმუშავებთ საერთო ეროვნულ ხედვას დეოკუპაციისთვის ისევე, როგორც არცერთი დაპირება არ გაგიციათ ასობით ათასი დევნილისთვის, რომლის ოცნებაც დეოკუპაციაა და არც ერთი სიტყვა გითქვამთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომელთა მდგომარეობაც არის უმძიმესი და რომლის შესახებაც თქვენ პირადად არასდროს არ გქონიათ სურვილი, რომ მათგან მოგესმინათ ეს ყველაფერი. იმ მოცემულობაში, როდესაც თამაზ გინტურის ოჯახი ელოდება მკვლელების ვინაობის გასაჯაროებას და დასჯას ისე, როგორც ეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მთავრობის დადგენილების სიითაა შესაძლებელი, მაინტერესებს, თუ აპირებთ ამ მიმართულებით პასუხის გაცემას ოჯახისთვის და ამ სიის გაფართოებას და მაინტერესებს, მაშინ, როდესაც თქვენ საუბრობთ მეორე ფრონტის პროპაგანდაზე და "ღირსებით ევროპისკენ", რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე იმიტომ, რომ თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია", - განაცხადა აქუბარდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)