17:36 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 20:31:41, 697 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - ადამიანი, რომელიც ოპოზიციის თქმით, ფატალური რისკების წინაშე იყო, დღეს პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობს

ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ნაცმოძრაობის წევრის, თემურ ჯანაშიას კითხვას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული.

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ბატონი თემურ ჯანაშიას კითხვა იყო, ითქვა, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა შეგახსენებთ, რა იყო ოპოზიციის შესაბამისი ნაწილის რიტორიკა ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ მათი გზავნილები იყო, რომ დღეები იყო დარჩენილი, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ამას ამბობდნენ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში. დღეს ეს ადამიანი ჩაერთო პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა. ანუ, ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, თავად ბატონი მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ მისი მგდომარეობა მანამდე რა იყო არ ვიცით, მაგრამ თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics