|
2024-02-07 20:27:43, 639 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დემოგრაფიული ვითარება ჩვენ ქვეყანაში გავაუმჯობესოთ
დემოგრაფიის კუთხით ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის მაჩვენებლებით, არც შობადობის მაჩვენებლებით, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით. არის სერიოზული გამოწვევები, მარტივად ციფრებს, სტატისტიკებს რომ დახედავთ ნახავთ, რომ გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები ეს არის პირველ რიგში სწორედ დემოგრაფია, რომელსაც სჭირდება ჩვენი, მათ შორის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, 2004-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობა 225000 ადამიანით შემცირდა, მაშინ როცა 2014 წლიდან ეს ტენდენცია შეჩერდა და 2014-2023 წლებში მოსახლეობა 19500 ადამიანით გაიზარდა. „ფიქსირდება ზრდა და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდში ვიზალიბერალიზაცია, რაც ბუნებრივია ხელს უწყობს ამ მიგრაციას, რადგან ადამიანები მარტივად, შედარებით იოლად გადიან ევროპის ქვეყნებში, რაც მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო. ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ნეგატიური ტენდენციის შეჩერება მიგრაციის კუთხით. სურათი არ არის კარგი, მაგრამ ტენდენცია შევაჩერეთ, 2014 წლის მერე საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 19500 ადამიანით, მაშინ როცა 2004-2012 წლებში მოსახლეობა შემცირდა 225000-ზე მეტი ადამიანით, კმაყოფილი არა ვართ, ბედნიერი მითუმეტეს, არის ცუდი სურათი მთლიანობაში დემოგრაფიული კუთხით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დემოგრაფიული ვითარება ჩვენ ქვეყანაში გავაუმჯობესოთ და განსაკუთრებით შემდეგ 4 წლიან პროგრამაში ამისათვის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება შემოთავაზებული“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)