|
2024-02-06 20:06:25, 592 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - როცა მივალ ზურაბიშვილთან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე აუცილებლად დაველაპარაკები
მე სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამია აღნიშნავს, დღეს გაერთიანებები წარმოშობს შესაძლებლობას და "განაწყობს საზოგადოებას, რომ იმოქმედოს". "ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. დღეს გაერთიანებები წარმოშობს შესაძლებლობას, მაგრამ ასევე განაწყობს საზოგადოებას, რომ იმოქმედოს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ადამიანები ნიჰილისტურ განწყობებში არჩევნებზე უბრალოდ არ მივლენ. მათ სჭირდებათ ძალის გამოსხივება და იმედის ჩასახვა და ამას სჭირდება გაერთიანება. ნებისმიერ შემთხვევაში, მე სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები. ეგ არის გამორიცხული, რომ ეს თემა არ იყოს განხილვის საგანი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)