|
2024-02-06 16:00:38, 654 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე - ყველა პლატფორმაში, რაც ევროპულ დღის წესრიგს უკავშირდება, მონაწილეობას მივიღებთ
ყველა რეალურ პლატფორმაში, რაც უკავშირდება ევროპულ დღის წესრიგს, მივიღებთ მონაწილეობას, - ასე ეხმაურება "ლელოს" დეპუატი სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას. სამადაშვილის თქმით, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი უნდა აღსრულდეს და საქართველო ევროპის ნაწილი უნდა გახდეს. "ყველა რეალურ პლატფორმაში, რაც უკავშირდება ევროპულ დღის წესრიგს, მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი უნდა აღსრულდეს, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, ამიტომ ამ თვალსაზრისით, ცხადია, პრეზიდენტს თუ ექნება ინიციატივები, ჩვენ ამაშიც მონაწილეობას მივიღებთ", - განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)