|
2024-02-06 15:18:18, 556 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გვარამიას ენმ-სგან გამიჯვნა სასწაულად მიმაჩნია - როგორ შეიძლება გაემიჯნონ ერთმანეთს ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ჰქონდათ საერთო წარსული
ყველას აქვს საერთო მიზანი და რამდენადაც არ უნდა დაიშალონ და როგორც არ უნდა გაიშალონ ამ ოპოზიციურ ველზე, თავის რეიტინგზე მაღლა ვერ ახტებიან, თავზე მაღლა ძალა ჯერ არავის უპოვია და ვერც ისინი იპოვიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძეს ნიკა გვარამიას „ნაცებისგან" გამიჯვნა“ სასწაულად მიაჩნია და და როგორც თვითონ ამბობს, ამისთვის არგუმენტებიც არ სჭირდება. „როდესაც მაგალითად, გახარია ცდილობს, გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას“, ჯერ უნდა გაემიჯნოს თავის წარსულს ამ მიმართულებით, როდესაც მან ჯერ უღალატა თავისივე გუნდს და შემდეგ კოალიცია შეუქმნა საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას“. აქედან გამომდინარე, ეს ხელოვნური გამიჯვნები შედეგს ვერ მოუტანთ და გინდა შეკრიბონ თავისი რეიტინგები და გინდა ცალ-ცალკე გამოვიდნენ, არცერთ შემთხვევაში წარმატება არ არის. ამიტომ, სხვა რადიკალურ ღონისძიებებს მიმართავენ, ალბათ, თავისი მიზნების შესასრულებლად",- აღნიშნა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)