|
2024-02-06 13:56:38, 646 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე პრეზიდენტზე - აშკარად აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა
საინტერესო არ იყო არაფერი. ერთადერთი რამ იყო საინტერესო, მან დაადასტურა რეალურად ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარად აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში. კობახიძის თქმით, "აღნიშნული გეგმის მისაღწევად", საქართველოს პრეზიდენტი სექტემბერში გადადგება და არჩვენებში მიიღებს მონაწილეობას. "საინტერესო არ იყო არაფერი. ერთადერთი რამ იყო საინტერესო, მან დაადასტურა რეალურად ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარად ის აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა. ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ერთადერთი ეს იყო საინტერესო, რაც შეიძლება, ამოვიკითხოთ ჩვენ მისი გამოსვლიდან. დანარჩენი იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ჩვეულებრივი გამოსვლა", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)