|
2024-02-06 13:54:29, 645 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ენმ-ს და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში - მიდის პატარა თამაშები
"ნაცმოძრაობას" და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს". "ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, რადიკალურმა ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს შემდეგ პარლამენტში. ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბოლო კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი 60%-თან ახლოს არის, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები იმისთვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, დავაზუსტებ, საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 და არა 100 მანდატს“,- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)