|
2024-02-05 12:09:58, 606 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე პოდოლიაკის განცხადებაზე - უკრაინისთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია
გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედი უკრაინისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება. კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ დანაშაულშია ბრალდებული და გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელის ვადა ამოეწურება. „ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს. გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ მტერს არ ვუსურვებ, რაც უკრაინაში ხდება - ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი, უმძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე - სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც სასჯელს მოიხდის, გათავისუფლდება“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)