|
2024-02-03 15:22:44, 1083 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - სამთავრობო პროგრამა, რომელიც ბიუჯეტით არის დამტკიცებული, ბოლომდე იქნება შესრულებული
სამთავრობო გეგმა, მოგეხსენებათ, გამომდინარეობს პარტიის იმ პროგრამიდან, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე წარვადგინეთ და რომლის გამოც, ჩვენმა მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა. აქედან გამომდინარე, ყველა სამთავრობო გეგმა იმ საბაზისო მოცემულობის მქონე დოკუმენტზეა დაყრდნობილი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე მიღებულია და მთავრობის მიერ შესასრულებელი გეგმები გაწერილია. რაც შეეხება მომავალი პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტებს, ქადაგიშვილის განცხადებით, ამის შესახებ თავად ირაკლი კობახიძე შემდეგ კვირაში ისაუბრებს. "უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის მიღებული და მასში რა თქმა უნდა, ასახულია ის ძირითადი პროგრამები და გეგმები, რაც მთავრობას შესასრულებელი აქვს 2024 წელს და ბიუჯეტის კანონში, ეს ყველაფერი უკვე ფინანსურ მაჩვენებლებში არის გაწერილი. გამომდინარე აქედან, ეს სამთავრობო პროგრამა, რომელიც დღეისათვის ბიუჯეტით არის დამტკიცებული, იქნება ბოლომდე შესრულებული, იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი გუნდის - მთავრობის და პარლამენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით მიღებული. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ახალი პრემიერი დაეყრდნობა უკვე დაწყებულ საქმეებს, მაგრამ ბუნებრივია, თავისი პრიორიტეტები ექნება, გარკვეული პოლიტიკური ნიუანსები იქნება, რომელსაც წინ წამოსწევს. თუ რა იქნება კონკრეტულად ეს, გაჟღერდება მის გზავნილებში, როდესაც პარლამენტში მოვა შემდეგ კვირაში და ისაუბრებს პირადად მისი, როგორც ახალი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ გზავნილებზე", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)