19:59 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-03 15:14:23, 618 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის წინაშე წარსდგება იმ განვითარების გეგმებით, რომელსაც ჩვენ მათ წინაშე საარჩევნოდ გამოვიტანთ

სამთავრობო პროგრამა, რომელიც დარეგისტრირდა და მომდევნო კვირაში იქნება პარლამენტში კომიტეტებზე და სესიაზე განხილული, ძირითად აქცენტებს რა თქმა უნდა, 2024 წელზე აკეთებს, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ახლა მთელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე.

„2024 წლის ბოლოსკენ უკვე საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძისა და სხვა ლიდერების შემადგენლობით, უკვე მომდევნო 4 წლის განვითარების გეგმას წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე წარდგება რეფორმების და იმ განვითარების გეგმებით, რომელსაც ჩვენ მათ წინაშე საარჩევნოდ გამოვიტანთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მთელი ახლანდელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე, სწორ განვითარებაზე, იმ ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაზე, რომელიც იყო და, რა თქმა უნდა, სტაბილურ განვითარებაზე“-განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics