|
2024-02-02 09:10:09, 661 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე კობახიძეზე - ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები - უზომოდ შეყვარებულია ქვეყანაზე და მის პატიოსნებაზე ფაქტებით შემიძლია ვილაპარაკო
ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად, ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ამ სტრუქტურების ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, კობახიძე "თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულია". „ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად, ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი ამ სტრუქტურებისა, რომელსაც როგორც პარტია პიარული გადმოსახედიდან კი არა, ამ სტრუქტურების თვალსაზრისითაც ძალიან ძლიერი პარტია ჰქვია. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“. ეს ერთი, მეორე - მის ინტელექტზე და გონებრივ შესაძლებლობებზე, ალბათ, ყველას ობიექტური წარმოდგენა აქვს, პოლიტიკურ მტერსაც და მოყვარესაც, ამაზე აღარ გავაგრძელებ და ადამიანი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია თავის ქვეყანაზე და მის პატიოსნებაზეც ასევე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით შემიძლია ვილაპარაკო. დღეს მოვისმინე, მენეჯმენტის და ეკონომიკური მიმართულებით არ აქვსო გამოცდილება. წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ადამიანი, იყო პარტიის ხელმძღვანელი, რომელმაც ეს სტრუქტურები ნულიდან ააწყო. მენეჯერული გამოცდილების არქონა რას ჰქვია, რაღაც ხომ უნდა მოიგონო, ასეთი რომ თქვა. უფრო პარადოქსული იყო იმის თქმა, რომ ამ ადამიანს ეკონომიკური მიმართულებით არ აქვს გამოცდილება. ამ ხალხს რა ჰგონია, საპარლამენტო საქმიანობა მაგალითად, პარტიული საქმიანობა, პროგრამაზე მუშაობა, ერთ-ერთი მთავარი ავტორია კონსტიტუციის, საარჩევნო პროგრამების და ა.შ. და ამ კაცზე ამბობენ, რომ მას არ აქვს ეკონომიკის მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა. ამას ძალისხმევა ხომ სჭირდება, ეს გაბედო და თქვა. წარმოუდგენელი არგუმენტებია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კარგია, როცა მეტი არგუმენტი არ გაქვს და მოგონილი არგუმენტის ამ ხარისხს მიაღწევ, რომ არგუმენტში ეს სიგიჟე თქვა, ალბათ, უკვე ადასტურებს ეს თავის მხრივ, რომ მის წინააღმდეგ რეალური არგუმენტები ბუნებაში არ არსებობს",- თქვა მდინარაძემ „იმედი LIVE”- ში.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)