|
2024-02-02 09:06:07, 466 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე უგულავას განცხადებაზე - ამაყად რომ გამოდის, მოვიგეო, პირველი ნაწილი წააგო იმიტომ, რომ ძალიან ცუდი განზრახვა ჰქონდა
ახლა ამაყად რომ გამოდის დღეს, მოვიგე, პირველი ნაწილი წააგო იმიტომ, რომ ძალიან ცუდი და ბოროტი განზრახვა ჰქონდა. სასამართლოსთან ბრძოლის ნაწილად უნდოდა ექცია ეს თავისი ე.წ ქეისის საქმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE-ში” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, გიგი უგულავას საქმე ორი მიმართულებით ჰქონდა გასაჩივრებული. „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიდ ბოროტებასთან გვქონდა საქმე. მას [გიგი უგულავას] ორი მიმართულებით ჰქონდა გასაჩივრებული: ერთი მთავარი მიმართულება, ბოროტებას რასაც დავარქმევდი, იყო თადუმაძის არჩევის წესთან დაკავშირებით, აქ სასამართლომ დაუშვებლად ცნო, ანუ, საქართველომ ეს ნაწილი მოიგო. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, როდესაც შალვა თადუმაძე უკვე გენერალური პროკურორი იყო, მაშინ ეს საქმე განიხილებოდა სააპელაციო სასამართლოში და მისი მოთხოვნის ნაწილი იყო, რომ სამართლებრივად მას არ ჰქონდა უფლება განეხილა, როდესაც უკვე უზენაეს სასამართლოში ამ საქმეს დახვდა, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იმ კოლეგიის ერთ-ერთი წევრი. სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ სამართლებრივად ეს პრობლემაა, თუმცა იმსჯელა იმაზე, რომ ეს არ იყო ერთ-ერთი მიმდინარე რიგითი საქმე“, - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, გიგი უგულავას სასამართლოს მიერ, უკვე საბოლოოდ დადასტურებული აქვს რამდენიმე ათეული მილიონის ბიუჯეტიდან მოპარვის, გაფლანგვის ფაქტი და "ის სისხლის სამართლის დამნაშავე კრიმინალია". „არცერთი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე მტკიცებულების მოპოვების მომენტში უკანონობა იყო ჩადენილი სახელმწიფოს მხრიდან, ან არაკანონიერი იყო, ან მისი უფლება დაირღვა, ან არ მოუპარავს მას ის მილიონები, რომელიც მოიპარა, მის დანაშაულთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი [არ თქმულა]. გადმოცემით ვიცი, რომ კარგი, უპრიანი იქნებოდა, რომ მას, რადგან სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს შალვა თადუმაძე იყო გენერალური პროკურორი, უზენაეს სასამართლოში ეს რეზონანსული საქმე აეცილებინა, რადგან ცნობილი იქნებოდა მისთვის ამ საქმის შესახებ და მიკერძოების ნაწილში შეიძლება გარკვეული პრობლემები ყოფილიყო. მას [გიგი უგულავას] სასამართლოს მიერ, უკვე საბოლოოდ ეჭვშეუტანლად დადასტურებული აქვს რამდენიმე ათეული მილიონის ბიუჯეტიდან მოპარვის, გაფლანგვის ფაქტი. მან ეს ზიანი ჩვენს ქვეყანას მიაყენა და ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე კრიმინალი“, - დასძინა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)