20:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 15:21:23, 721 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევროინტეგრაციის მიმართულებით მკაფიო გეგმა გვაქვს - ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო წინ წავიწიოთ

ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს მკაფიო გეგმა. ეს გეგმა, პირველ რიგში, გულისხმობს 9 პუნქტის შესრულებას. გვაქვს კომუნიკაცია და მეც აქამდეც პირადად მქონდა მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთავრობის სამომავლო გეგმები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად მოხდება პროგრამის წარდგენა.

„ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის, ვიმუშავებთ 9 პუნქტის შესრულებაზე. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ეს არის მოლაპარაკების გახსნა, მერე იმის შემდეგ ეტაპზე და ა.შ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უფრო მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, პროგრამას, მოვიტოვოთ შემდეგი დღეებისთვის. როცა ოფიციალურად მოხდება პარლამენტში პროგრამის წარდგენა, ამის შემდეგ გაიგებთ ყველაფერს იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics