21:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 09:09:55, 659 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი მდინარაძეზე - ალბათ, იქნება შეთავაზება, რომ უმრავლესობის ლიდერის სტატუსი შეითავსოს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სამთავრობო გუნდში გადაინაცვლოს. 

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე, „ალბათ, იქნება შეთავაზება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ უმრავლესობის ლიდერის სტატუსი შეითავსოს".

„არა, არ გადაინაცვლებს, პირიქით, როცა ვსაუბრობთ ირაკლი კობახიძის გადასვლაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს უპირველეს ყოვლისა, უმრავლესობის დანაკლისია, ვინაიდან მას განსაკუთრებული როლი ჰქონდა მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში, უმრავლესობის შიდა მობილიზებისთვის, ერთიანი პოზიცირებისთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერს.

უმრავლესობის სხდომაზე, ალბათ, იქნება შეთავაზება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ შეითავსოს უმრავლესობის ლიდერის სტატუსი. ეს არ გახლავთ თანამდებობა, არის სტატუსი და მამუკა მდინარაძე არის ის ადამიანი ჩვენს გუნდში, რომელიც მთავარი გამაერთიანებელი და ამავე დროს მთავარი ენერგიის მიმცემია ხოლმე ყველა გარემოებაში, მათ შორის როგორც გუნდის შიგნით ურთიერთობაში, ასევე ოპოზიციასთანაც კომუნიკაციაში. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE”- ში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics