|
2024-01-30 09:26:18, 731 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი - იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე საბრინა სინგმა განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, რომ დაშავებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდის. „ჩვენ ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ჩვენი სამხედროები ტვინის ტრავმული დაზიანებებით მოგვიანებით გვაცნობებენ სიმპტომების შესახებ, ამიტომ, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდის“, - განაცხადა სინგმა. მისივე თქმით, აღნიშნული თავდასხმის უკან ირანი დგას. „ჩვენ ვიცით, რომ ამის უკან ირანი დგას. ირანი აგრძელებს ამ ჯგუფების შეიარაღებას და აღჭურვას ამ თავდასხმების დასაწყებად. მე არ მაქვს რამე გასაზიარებელი სადაზვერვო შეფასების თვალსაზრისით, ხელმძღვანელობდნენ თუ არა ირანის ლიდერები ამ თავდასხმას, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვიცით, ამ ჯგუფებს მხარს უჭერს ირანი“, - დასძინა სინგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)