13:06 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 12:36:06, 1550 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 1 თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა

ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" შორის 1 თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მხარეები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე დიდწილად შეთანხმებულები არიან, თუმცა ჯერ კიდევ არაა დადგენილი შეთანხმების დეტალები.

გამოცემის ცნობითვე, მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები კატარის, აშშ-ისა და ეგვიპტის წარმომადგენლები. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა, მოგვიანებით კი, ღაზას სექტორში სახმელეთი ოპერაცია დაიწყო.

აღნიშნულის შემდეგ, 24 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.

მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.

30 ნოემბერს, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარული ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდებოდა. 1-ელ დეკემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics